27 აპრილი 2024,   05:17
ვრცლად
სანზონაში „ენმ-ის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისი გაქურდეს და დააზიანეს

სანზონაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისი გატეხეს. უცნობმა პირებმა შტაბიდან კომპიუტერული ტექნიკა გაიტანეს, დაზიანებულია ოფისის ინფრასტრუქტურაც.

შემთხვევის შესახებ კანდიდატის შტაბის წევრებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე ბანერის დასამონტაჟებლად მივიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის უკან შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტები იდგნენ. რეზო სულუხია მომხდარს „ვანდალურ“ აქტს უწოდებს.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველებმა ძიება ქურდობის მუხლით დაიწყეს.

დღის ამბები