27 აპრილი 2024,   02:57
ვრცლად
დღეს პანკისობაა - სოფელ დუისში სამინისტროების თემატური პავილიონებია წარმოდგენილი

დღეს პანკისობაა. ამ დღეს ადგილობრივები იმიტირებული უსაფრთხო ქალაქით და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით ხვდებიან. სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე დილიდან სამინისტროების თემატური პავილიონებია წარმოდგენილი.

გამოფენილია ვაინახური კულტურისა და ქისტი ადგილობრივების ნამუშევრებიც. პანკისობა ადგილობრივებს მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

გაწეული საქმიანობისთვის რეინჯერები, მაშველები და პოლიციელები დააჯილდოვეს.

პანკისობას ერისიონის გალაკონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები