05 მაისი 2024,   14:09
ვრცლად
ბექა ხახუბაიას საქმე - გორის რაიონულ სასამართლოში პატრულის თანამშრომლების წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბექა ხახუბაიას საქმესთან დაკავშირებით გორის რაიონულ სასამართლოში პატრულის თანამშრომლების წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ზურაბ რუსიშვილს, გია სადაღაშვილს და ნუკრი ხაბაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედებათ. წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების წარდგენა და მათი დასაშვებობის განხილვა მოხდება, ასევე განიხილავენ დაცვის მხარის შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

ბექა ხახუბაია გორის მაგისტრალზე, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, რა დროსაც მის დევნას და ჩასაფრებას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა.

დღის ამბები