05 მაისი 2024,   19:18
ვრცლად
დატბორილი ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები - დასავლეთ საქართველოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა 

ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა დასავლეთ საქართველოში. დაიტბორა ფოთის ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები. ძლიერი წვიმის გამო პრობლემებია ურეკშიც. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია და მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა. სტიქიაა აჭარაშიც. ძლიერმა წვიმამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურა. სტიქიამ 7 ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ კვირიკეში, გოგიტიძეების ოჯახში მეწყერი სახლის საძირკველთან ჩამოწვა.

"ჩვენ ვღებულობთ ყველა ზომას, რომ პირველ რიგში მოსახლეობას შევუქმნათ უსაფრთხო გარემო და გავუწიოთ შესაბამისი დახმარება," - აღნიშნა ქობულეთის გამგებლის მოადგილემ მალხაზ რომანაძემ

დღის ამბები