05 მაისი 2024,   17:34
ვრცლად
"ჯაბა ღირსი ხარ იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეუბნება ზონდერი ხარო!"-ბეჯან გუნავა ჯაბა ჯიშკარიანს დაუპირისპირდა

„ჯაბა ღირსი ხარ რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ გეუბნება“-ასე მიმართა ბეჟან გუნავამ ჯაბა ჯიშკარიანს, რომელსაც „არჩევანის“ სტუდიაში  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზონდერი უწოდა.

„ღირსი ხარ იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გეუბნება ზონდერს. იმიტომ, რომ თქვენ არ განახორციელეთ ხალხის შეკვეთა, თქვენ არ აღადგინეთ სამართლიანობა და თქვენ გინდათ, რომ მუდმივად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იტივტივოს და ის იყოს ძირითადი ოპოზციციური ძალა და ეს არ არის სწორი,“-განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბეჟან გუნავამ.

მისივე თქმით იმაზე, რაც დღეს მერიის წინ მოხდა პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან სწორედ ამ პარტიამ აქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად. 

დღის ამბები