07 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
"მასწავლებლის პროფესია დაუფასებელი და რთულია" - ალექსანდრე ჯეჯელავა

დღეს მასწავლებლის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ. ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლის პროფესია არის დაუფასებელი და რთული.

„მე პირადად, რასაც მივაღწიე ცხოვრებაში, პირადში და სამსახურეობრივ, ყველაფერი ჩემი პედაგოგების დამსახურებაა. მინდა მთელი გულით მივულოცო პედაგოგებს პირველ რიგში და მთელს საქართველოს, საქართველოს მთავრობის სახელით ვუსურვო ჯანმრთელობა,  წარმატება. ძალიან რთული საქმეა, ყველაზე დაუფასებელი ერთ-ერთი შეიძლება ითქვას,“ -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ

რაც შეეხება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშის განცხადებით, თითოეული წარმატებული ადამიანის უკან დგას სწორედ პედაგოგი. 

დღის ამბები