07 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
"მნიშნველოვანია, ძლიერი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსებობა ქვეყანაში" - ჰარლემ დეზირი

მედიის თავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონის რეფორმა - ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში.

საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციას, რომელიც საქართველოში უკვე 14 წელია ტარდება, ჰარლემ დეზირმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ამ ფორუმის ტრადიციული მასპინძლობისთვის.

„ჩვენ ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ კანონის რეფორმაზე. ძალიან მნიშნველოვანია, ძლიერი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსებობა ქვეყანაში. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა, იყო შემოთავაზება მედია ომბუდსმენის შექმნის შესახებ. ჩვენ გვთხოვეს ანგარიშის გამოქვეყნება, გავეცით რეკომენდაციები, რაც დაეხმარება მთავრობასა და პარლამენტს, მოიძებნოს გზები იარსებოს ინსტიტუტმა, ახალმა ან არსებულმა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინსტრუმენტს მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობისთვის, მათ შორის მედიის მფლობელობის კუთხით,“ - განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა.

დღის ამბები