07 მაისი 2024,   07:24
ვრცლად
თურქი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს

თურქი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ქალაქ დემრეში წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური გათხრები ტაძრის ტერიტორიაზე ბოლო 20 წელია მიმდინარეობს. არქეოლოგებმა სპეციალური მოწყობილობების დახმარებით, მიწის ქვეშ საფლავს მიაგნეს და ამტკიცებენ, რომ სწორედ აქ უნდა ინახებოდეს წმინდანის ნაწილები.

გათხრებში მონაწილე მეცნიერები აცხადებენ, რომ საფლავი საკმაოდ რთულად მისადგომია, რადგან მოზაიკითაა დაფარული და მის დაშლას დიდი დრო დასჭირდება.

თურქი სპეციალისტები ასევე ამტკიცებენ, რომ იტალიის ქალაქ ბარიში დაცული წმინდანის ნაწილები, რომელიც თავის დროზე ვენეციელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სინამდვილეში სხვა მღვდლისაა.

დღის ამბები