07 მაისი 2024,   06:45
ვრცლად
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. რელიგიურმა უმცირესობებმა მას ის პრობლემები გააცნეს, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ თემს ქვეყანაში აქვს.

თავის მხრივ, კახა კალაძემ მათ ის გეგმა წარუდგინა, რომლითაც გამარჯვების შემთხვევაში, მათი პრობლემების გადაწყვეტას გეგმავს. შეხვედრა ტოლერანტობის მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

„მათ ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა აწუხებთ ზოგადად, რა პრობლემებს ხედავენ ისინი. ჩვენ მზად ვართ მომავალში თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრის შესახებ შეფასება გააკეთა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

„მე რაც დამაკლდა, ეს იყო პასუხები იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიური მრავალფეროვნების და ტოლერანტობის მიმართულებით იყო დაშვებული ბოლო წლების განმავლობაში,“ - აცხადებს გოცირიძე.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, ასევე იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს რელიგიური უმცირესობების მიმართულებით.

დღის ამბები