03 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
ადიკო ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა - მას, სავარაუდოდ, თავად ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა

ადიკო ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ერთი კვირის წინ შაბათის კურიერში მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც ადიკო ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშებს ეხებოდა, ბიძინა ივანიშვილი ძმა დატუქსეს.

კურიერთან ინტერვიუში ადიკო ივანიშვილი აღიარებს, რომ შენიშვნა მიიღო, თუმცა, იყო თუ არა კრიტიკული სატელეფონო ზარის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილი, არ აკონკრეტებს.

კურიერთან ინტერვიუში აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ძმამ მანამდე სააგენტო გურიანიუსს უთხრა, რომ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ბეგი სიორიძის, ღია მხარდაჭერის გამო, მას ძმამ უსაყვედურა.

ადიკო ივანიშვილს ასევე დაეძაბა ურთიერთობები თავად ქართულ ოცნებასთან. ადიკო ივანიშვილის გავლენებთან დაკავშირებით, თავად მერობის კანდიდატს ისევე, როგორც ოცნების სხვა ადგილობრივ ლიდერებს, განმარტებების გაკეთება არ სურთ.

ქართული ოცნების თბილისის ოფისში ამტკიცებენ, რომ მერობის ყველა კანდიდატი შიდა პარტიული კონსულტაციების შედეგად შეარჩიეს და გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭომ მიიღო.

ოპოზიციის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ძმის გავლენები ადგილობრივ პარტიულ საქმიანობას სცდება.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ადიკო ივანიშვილი საკუთარი რჩეული მერობის კანდიდატის სასარგებლოდ გავლენებს არჩევნების დღესაც გამოიყენებს.

 

ავტორი: ლადო მენაბდე.

დღის ამბები