03 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
ეს არის მაგალითი ბიძინა ივანიშვილის გაუმაძღრობის, თავგასულობის - ირაკლი ნადირაძე მიწების გადაცემაზე

„ეს კიდევ ერთხელ იყო ნათელი მაგალითი ბიძინა ივანიშვილის გაუმაძღრობის, მისი თავგასულობის,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე, საკრებულოს მიერ ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთების გადაცემას.

თბილისის მერიამ საკრებულოს მოთხოვნას, ივანიშვილის კომპანიისთვის თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის ერთ ლარად გადაცემაზე, მხარი ოფიციალურად დაუჭირა.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილისთვის მიწის გადაცემა დიდ ინვესტიციას არ მოიზიდავს და უმრავლესობის მთავარ მიზანს ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესრულება წარმოადგენს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად გადაეცემა, დაახლოებით, 300 ათას ლარად შეფასებული ქონება.

„თუ ასე ამაყობს ჩვენი პრემიერმინისტრი, ბატონი კახი კალაძე, დავით ნარმანია, მაშინ რატომ გააქვთ ასე ფარულად, ქურდულად და რატომ ვერ მოდიან თუნდაც აქ დებატებში,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნადირაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით „პანიკური შიში აქვთ“. მისი თქმით, მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხი საკრებულომ „ჩუმად დაამტკიცოს". 

დღის ამბები