03 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
ამომრჩევლები ბავშვები არ არიან და იქ ბავშვების სია ვერ იქნებოდა - სტუდია მონიტორის დამფუძნებელი, ნინო ზურიაშვილი

სტუდია მონიტორის დამფუძნებელი, ნინო ზურიაშვილი, ბაღების მასწავლებლების მიერ სიების შეგროვებას განსხვავებული აქცენტების ეთერში აფასებს.

მისი თქმით, მასწავლებლებმა და ბაღის გამგებლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ ამომრჩეველთა სიებს აგროვებენ.

„ამომრჩევლები ბავშვები არ არიან და იქ ბავშვების სია ვერ იქნებოდა,“ - განაცხადა ნინო ზურიაშვილი.

ნინო ზურიაშვილი სტუდია მონიტორის სიუჟეტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბაღის გამგეები ადასტურებენ, რომ ცესკო-ს მიხედვით აქვთ სია დაზუსტებული.

„ძალიან მტკიცედ ვართ ამ ნაწილში იმიტომ, რომ ყველა ჩანაწერს თან ახლავს ტელეფონის ნომერი, ვისაც ვესაუბრებით, ამიტომ, ნებისმიერ წუთში შეგვიძლია წარვუდგინოთ მას, ვისაც ეს სჭირდება,“ - განაცხადა ნინო ზურიაშვილმა. 

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ბევრად მეტი ადამიანია სიების შეგროვებაში ჩართული.

"ეს სურათი ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ ბევრად მეტი დირექტორი და ბევრად უფრო მეტი ბაღის გამგე არის ჩართული და, შესაბამისად, ადმინისტრაციული პერსონალი," - განაცხადა ნინო ზურიაშვილმა. 

დღის ამბები