03 მაისი 2024,   04:22
ვრცლად
ეს არის უკვდავების პროექტი - ზაალ უდუმაშვილი "პანორამა თბილისზე"

„ის, რომ ერთ ლარად ქონების გადაცემის მავნე პრაქტიკა არსებობს, ეს მე ვფიქრობ, რომ სისტემური შეცდომა იყო ზოგადად,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, ბიძინა ივანიშილისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას.

თბილისის მერიამ საკრებულოს მოთხოვნას, ივანიშვილის კომპანიისთვის თავისუფლების მოედანზე 1900 კვადრატული მეტრის ერთ ლარად გადაცემას მხარი ოფიციალურად დაუჭირა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ივანიშვილის კომპანია კერძო პარკინგის აშენებას გეგმავს და აქ „საზოგადოებრივი სიკეთე“ არ იკვეთება.

პანორამა თბილისი, რომელსაც ეს სასტუმრო უნდა დაუკავშირდეს, თბილისელებისთვის არ არის ეს პროექტი. ეს მოკვდავების პროექტი არ არის, ეს არის უკვდავების პროექტი, სადაც შევლენ მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ფული აქვთ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, რევიზია უნდა მოხდეს და გადამოწმდეს სამშენებლო კომპანიებზე გაცემული ნებართვები.

თბილისის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისიდან რამდენიმე ქონება წაიღო, თუმცა, საზოგადოებას სარგებელი არ უნახავს. 

"ივანიშვილისთვის კეთდება ყველაფერი, ყველაფერზე ხუჭავენ თვალს და ყველაფერზე ხელს აწერენ, რომ მისი სურვილები აღსრულდეს და ამ ყველფერს დასჭირდება რევიზია, მერე ამ მიღებულ გადაწყვეტილებებს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, თუ პანორამა თბილისის დოკუმენტებში დარღვევები აღმოჩნდება, მაშინ პროექტის განხორციელება შეჩერდება.

 

დღის ამბები