27 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
„გოგოთი სახლში მიმართე“ - ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. თავდაცვის კომიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიციას კითხვები აქვს, რატომ არის 46 მილიონით ნაკლები თავდაცვის სამინსიტროს დაფინანსება და როგორ უნდა გადანაწილდეს ამ უწყებაში პრიორიტეტები.

კამათი პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილს დასმულ კითხვას მოყვა.

„ამ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა, ეს არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და ჩვენ, აღმოჩნდა, რომ კრიზისის დროს დახმარებას ვთხოვთ სწორედ რუსეთს. მაინტერესებს, რას გეგმავთ იმისთვის, რომ ჩვენ მსგავს მდგომარეობაში აღარასდროს აღარ აღმოვჩნდეთ,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს ურჩია, რომ სხვა თემის წამოწევას თავი დაანებოს. ოპონენტებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

სალომე სამადაშვილმა თავდაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება. თუმცა, უწყება, ჯამში, წინა წელთან შედარებით, 46 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს და ეს გამოწვეულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით ე.წ. ფრანგული პროექტის დასრულებით.

დღის ამბები