27 აპრილი 2024,   03:49
ვრცლად
სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილ მამია ალასანიას, გურამ გაბესკერიას და კიდევ 23 დაღუპულს თბილისში გადმოასვენებენ

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, რომლებიც სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს, 24 წლის შემდეგ ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ირაკლი ალასანიას მამის, უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას ცხედარი იდენტიფიცირებულია. მამია ალასანია 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასთან ერთად, აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს.

მასთან ერთად გადმოასვენებენ სოხუმის მერს გურამ გაბესკერიას და გმირულად დაღუპული 23 მებრძოლის ცხედარს, რომელთა იდენტიფიცირებაც უკვე დასრულებულია.  

დაღუპულებს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

ეროვნულ გმირებს - სოხუმის მერს გურამ გაბესკერიას, უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას და კიდევ 23 იდენტიფიცირებულ დაღუპულს 17 ოქტომბერს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დაღუპულებს აფხაზეთში სოხუმთან ახლოს სოფელ იაშტუხაში საერთო სასაფლაოზე მიაგნეს. ცხედრების გადმოსაცემად მოლაპარკება 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

დღის ამბები