27 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
მადრიდში სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

მადრიდში სამხედრო აღლუმის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ავიაგამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნების დროს ჩამოვარდა.

პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და დაიღუპა. თვითმფრინავი ერთ-ერთი იყო იმ ოთხ ავიაგამანადგურებელს შორის, რომლებიც დღეს, დედაქალაქის ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ.

აღლუმი ესპანეთის ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა და მას, ათასობით ადამიანთან ერთად, სამეფო ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.


დღის ამბები