27 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვების და მათი ფინანსური შეფასების პრეზენტაცია გაიმართა

დედაქალაქის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვების და მათი ფინანსური შეფასების პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისში. კვლევა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა ჩაატარა. მერობის კანდიდატებმა ორგანიზაციის მიერ შედგენილ კითხვარს უპასუხეს, რის შემდეგაც დაპირებები პოლიტიკის ექსპერტებმა შეაფასეს.

შედეგები კი, ვებ გვერდზე partiebi.ge განთავსდა. მიზეზი ამომრჩევლისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების გაიოლებაა. ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პარტიების ლიდერები დაესწრნენ.

"მთავარი საკითხი არის ის, რომ პოპულიზმი, დაპირებები რომელთა რაოდენობრივი თვალსაზრისით გამოსახვა, ეკონომიკური ანალიზი არის შეუძლებელი, აი მათი რაოდენობა არის ძალიან დიდი, ეს არის საერთო სურათი. თუმცა, რამდენიმე კანდიდატი მეტად გულისყურით ეკიდება ამ საკითხებს,“ - განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ.  

დღის ამბები