03 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
საქართველოში არის კლასიკური ფეოდალიზმი - ზაზა ბიბილაშვილი ივანიშვილისთვის მიწების გადაცემაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი, საკრებულოს მიერ ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემას აკრიტიკებს.

"საქართველოში, მე მგონი, არავის კითხვა აღარ დარჩა იმასთან დაკავშირებით, რომ არის კლასიკური ტიპის ფეოდალიზმი," - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

თბილისის საკრებულომ 1900 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას 1 ლარად გადასცა, რომელშიც ასევე, გუდიაშვილის ქუჩის  ნაწილიც შედის.

„საფუძველი იმისა, რომ გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება, საკმარისზე მეტია. პრაქტიკულად, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა დღევანდელ დღემდე, როგორც ქონების გადაცემის კუთხით, ასევე, ზონირების შეცვლის კუთხით, ასევე, თავად ფორმალურად ამ სხდომების ჩატარების კუთხით, არა მხოლოდ კანონსაწინააღმდეგოა, არამედ, ხშირ შემთხვევებში შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილს იმედი არა აქვს, რომ სასამართლო საკრებულოს მიერ დადგენილ გადაწყვეტილებას სამართლიანად განიხილავს. 

დღის ამბები