27 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
„მე ვიზიარებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას, თუ რაიმე იყო შეცდომები ამ 5 წლის განმავლობაში," - კახა კალაძე

„დავით ნარმანიას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა,“ - ეს განცხადება "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დავით ნარმანიას მერობის შესახებ საუბრისას გააკეთა.

განცადება კალაძემ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააეკთა. 

დავით ნარმანიას მერობის შეფასება მას „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ სთხოვა.

„მან რაც გააკეთა სამი წლის განმავლობაში, რაც მოახერხა, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, თუმცა ბევრია პრობლემები, რომელიც აწუხებს თბილისს, თითოეულ ჩვენგანს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ ის პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის და ასეც გაგრძელდება მომავალში.

„მე ვიზიარებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას, თუ რაიმე იყო შეცდომები ამ 5 წლის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს თვითმმართველობის მხრიდან, შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, მე ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას,“ - ამბობს კალაძე.

კალაძემ კონკრეტულად არ უპასუხა შეკითხვას, თუ როგორი იყო დავით ნარმანია როგორც თბილისის მერი, თუმცა დაასახელა ის პროექტები, რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა.

დღის ამბები