03 მაისი 2024,   08:40
ვრცლად
"4 წლის მერე განსხვავებულ თბილისში ვიცხოვრებთ"-გიორგი ვაშაძე შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

„ერთობა ახალი საქართველო“  შემაჯამებელ ყრილობას მართავს.

„თბილისის ლიდერთა შორის“-ეს არის პროგრამა,  რომლის განხორციელებასაც გიორგი ვაშაძის თქმით გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. მერობის კანდიდატის თქმით  ეს არის ამბიციური და ინოვაციური პროგრამა და ითვალისწინებს ყველა იმ თანამედროვე შესაძლებლობას, რომელიც არის მსოფლიოში.

„სწორედ ამიტომ 4 წლის მერე განსხვავებულ თბილისში ვიცხოვრებთ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით მის გუნდში არიან გამოცდილი და პროფესიონალი კადრები, რომლებიც შეძლებენ ამ ამბიციური გეგმის განხორციელებას მასთან ერთად.

 

დღის ამბები