27 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
ვისაუბრებთ საარჩევნო დიქტატურაზე, რაც დაამყარა „ქართულმა ოცნებამ“ - ირმა ინაშვილი NDI-სთან შეხვედრაზე

„ვისაუბრებთ საარჩევნო დიქტატურაზე, რაც დაამყარა უკვე „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში,“ - ეს განცხადება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ დღეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება მიმდინარეობს და შეხვედრაზე საუბარი ამ საკითხსაც შეეხება.

„სინამდვილეში, ხდება ადმინისტრაციული რესურსების ტოტალური გამოყენება, ყველა სახელმწიფო მოხელე და სტრუქტურა ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში. ამაზე ვისაუბრებთ NDI-ის წარმომადგენლებთან, ვისაუბრებთ საარჩევნო დიქტატურაზე, რაც დაამყარა უკვე „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

განცხადება შეხვედრის წინ გააკეთა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ და ის თემები დაასახელა, რომელებზეც ისაუბრებს.

„მე გავამახვილებ ყურადღებას ლიდერთა საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით და იმ დოკუმენტებზე, რომელიც მიიღო ლიდერთა საბჭომ. ეს დოკუმენტები ძალიან ნათლად აღწერს იმას, რომ აბსოლუტურად, არათანაბარი და უსამართლოა საარჩევნო გარემო,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში, NDI-ის წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ცალ-ცალე ხვდებიან და წინასაარჩევნო ვითარებას განიხილავენ.

დღის ამბები