27 აპრილი 2024,   00:38
ვრცლად
გაგრძელდება თუ არა აქციები ეს მას შემდეგ გადაწყდება, თუ რას იზამს რადა - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პარლამენტზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა საპროტესტო აქცია რადას შენობასთან- ეს განცხადება, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

უკრაინული ტელეკომპანიის "NEWS ONE"-ს ეთერში "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კანონპროექტების განხილვას დღეს აპირებს, რის შესახებაც გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები და ამ საკითხის მიმართ ხალხის დამოკიდებულება დაინახა.

მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა და აქციაზე მისვლისკენ მუწოდა. 

„ხალხი პოლიტიკური რეფორმის დაწყებას ითხოვს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რადა მომიტინგეების 3 ძირითად მოთხოვნას დღეს განიხილავს. ეს მას შემდეგ გადაწყვიტეს , რაც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები და ამ საკითხის მიმართ ხალხის დამოკიდებულება დაინახეს. გაგრძელდება თუ არა აქციები ეს მას შემდეგ გადაწყდება, თუ რას იზამს რადა. ხალხს მოვუწოდებთ მოვიდნენ პარლამენტთან აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ იმ დროს, როდესაც რადა ხმის მიცემის პროცედურას დაიწყებს. არ უნდა გამოვუშვათ ისინი პარლამენტიდან, სანამ კანონს არ მიიღებენ. პრეზიდენტმა უარი თქვა პარლამენტის წევრების დელეგაციის მიღებაზე აბსურდული მიზეზების გამო. მე მზად ვარ ვესაუბრო პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი ისაა რომ მან ხალხს მოუსმინოს,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები