27 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ქსენია სობჩაკი, რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ რუსი ტელეწამყვანი ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს. მისი თქმით, ის იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი “ყველას წინააღმდეგ”.

„თუკი მოგბეზრდათ, რომ წლების განმავლობაში კანდიდატების სიაში მხოლოდ ზიუგანოვი, იავლინსკი და პუტინია და თქვენი კანდიდატი არჩევნებზე არ დაუშვეს, შემოხაზეთ სობჩაკი. თქვენ არ აირჩევთ მას პრეზიდენტად, თქვენ უბრალოდ იტყვით; კმარა”,-წერს სობჩაკი.

სოფჩაკმა მზადყოფნა გამოთქვა, არჩევნებში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მონაწილეობის შემთხვევაში, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.

დღის ამბები