03 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
სროლა ყიზილაჯლოში - "ქართული ოცნების" მარნულის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ვერსიებზე არ საუბრობენ

ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ შტაბთან გვიან ღამით მომხდარი თავდასხმის ვერსიებზე არ საუბრობენ "ქართული ოცნების" მარნულის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები. თავდახმის შემდეგ მმართველი პარტიის წევრები მარნეულის საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

ისინი გამორიცხავენ, რომ მომხდარი შიდა დაპირსპირებას უკავშირდებოდეს, თუმცა, ასევე გამორიცხავენ თავდასხმის უკან პოლიტიკური ოპონენტების კვალს. 

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში გვიან ღამით მოხდა. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები