27 აპრილი 2024,   03:43
ვრცლად
სოლოლაკში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით თბილისში. შემთხვევა სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უსწრებდა. მამაკაცს დაზიანებები ხელისა და მუცლის არეში აქვს.

ადგილბრივების ცნობით, შემთხვევის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა, დაშავებული კი მისმა მეგობარმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 

დღის ამბები