27 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
უკრაინა ჭაობში უფრო და უფრო ღრმად ეფლობა - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის უმაღლესმა რადამ საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩააგდო. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ ასი დეპუტატი მიემხრო. კანონპროექტის მხარდასაჭერად სულ 226 ხმა იყო საჭირო. დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ კანონპროექტი კი საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად გადასცა.

სხდომის დასრულების შემდეგ, პროტესტის ნიშნად რადასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.

კარვების ქალაქში ამ დრომდე რჩებიან „ახალ ძალთა მოძრაობის” აქტივისტები. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიხეილს სააკაშვილმა მიმართა.

„ჩვენ გვინდა ავაშენოთ ნორმალური ქვეყანა, გვინდა უკრაინა განვითარების სწორ გზაზე დავაყენოთ, რადგან ის ჭაობში უფრო და უფრო ღრმად ეფლობა. პარლამენტს შეუძლია 5 კვირის განმავლობაში შეცვალოს არსებული რეალობა. ერთ წელიწადში კი ქვეყანა საგრძნობლად წავიდეს წინ და დაივიწყოს, რომ ეს მთავრობა საერთოდ არსებობდა. ბოლო 3 დღის განმავლოაბაში ხელისუფლებამ ბევრი ნერვიულობა გადაიტანა. მე მათ ახალ პრობლემებს ვპირდები. ჩვენ ბევრნი ვართ და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით და როდესაც გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება არავის უნდა მივცეთ. ვერ შევეგუები იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ ხალხს ძარცვავენ და მათთან მოლაპარაკებებს არასდროს გავმართავ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები