08 მაისი 2024,   08:25
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ღია ზეწოლა და მუქარა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში - "საია"-ს ანგარიში

ოპოზიციური პარტიების კანდიდატებზე ღია ზეწოლა და მუქარა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში წარადგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა ზეწოლა-მუქარის 10 ფაქტი, ფიზიკური ანგარიშსწორების  5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9 და წინასაარჩევნო აგიტაციაში სახელმწიფო აპარატის წევრების მონაწილეობის 5 ფატი.

"საია"-ს თავმჯდომარე დარღვევებზე არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს. 

„ამ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ზეწოლა-მუქარის ფაქტები და განსაკუთრებით შემაშფოთებელია შემთხვევები, როდესაც ჩნდება დასაბუთებული ეჭვები, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სწორედ ზეწოლების შედეგად მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები. ასეთი ფაქტები საჭიროებს ძალიან სწრაფ და სრულყოფილ გამოძიებას. ასევე იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. უკანონო აგიტაციაში მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მუქარა-ზეწოლების ფაქტებს ძირითადად ადგილი ჰქონდა სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში და ქვემო ქართლში. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, ასევე გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური დაფინანსების კუთხით არის არათანაბარი გარემო.

„დავინახეთ, რომ ბიზნესი აფინანსებს მმართველ პარტიას და ურიცხავს სოლიდურ თანხებს, როდესაც ფულადი შემოწირულობა არ მიდის დამოუკიდებელი კანდიდატების თუ ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მისამართით,“ - აცხადებს ლელა ტალიური.

დღის ამბები