27 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
ფაქტობრივად, სამაგიდო სიებიდან ხდება მონაცემების ამოწერა - ბაჩუკი ქარდავა

ლიდერთა საბჭომ არჩვენებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ოპოზიციური პარტიები იღებენ ინფორმაციას საარჩვენო უბნებიდან, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არჩევნებზე მისული ადამიანების პირად ნომრებს ინიშნავენ.

ლიდერთა საბჭოს წევრების თქმით, მარკირების პროცესთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა დარღვევები.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციური ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს.

„მიდიან რეგისტრატორებთან, კომისიის წევრებთან და ფაქტობრივად, სამაგიდო სიებიდან ხდება მონაცემების ამოწერა. ერთი მხრივ, ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას არასახელისუფლებო ამომრჩეველზე, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. მეორე მხრივ, ისინი ახორციელებენ ზეწოლას კომისიის წევრებზე და მესამე, ისინი ცდილობენ, ჰქონდეთ სრული მონაცემი და ამ შემთხვევაშიც უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ქარდავას განცხადებით, დაფიქსირდა დარღვევა კარუსელის დატრიალებასთან დაკავშირებით.

დღის ამბები