27 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
ქუთაისში საარჩევნო პროცესი დარღვევით მიმდინარეობს - შემთხვევამ ამომრჩეველთა ხმების გაბათილება გამოიწვია 

ქუთაისში საარჩევნო პროცესი დარღვევით მიმდინარეობს. საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადგილობრივი ხელისუფლების წევრების შემდეგ, "კურიერის" კამერამ, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხარვეზები დააფიქსირა საკონტროლო ფურცელშიც, რამაც ამომრჩეველთა ხმების გაბათილება გამოიწვია. 

ქუთაისის 64-ე საარჩევნო უბანზე, გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა საკონტროლო ფურცელს უკავშირდება. ეს ხარვეზი კომისიის წევრებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, აქედან გამომდინარე, კი რამდენიმე ადამიანის მერ მიცემული ხმა გაბათილდა.

ასევე, გავრცელებული ცნობით, ამავე უბანზე პრობლემა იყო ყუთის მთლიანობასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი ყუთი იყო დაზიანებული.

ქუთაისში არჩევნების მიმდინარეობისას რაიმე ექსცესს და ხმაურს ადგილი არ ჰქონია. დღეს დილიდან უკვე ხმა მისცეს და საკუთარი არჩევანი გააკეთეს ქუთაისის მერობის კანდიდატებმა.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ ხმა ქუთაისის უკეთეს მომავალს მისცა. 

განცხადება გააკეთა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

„ხმა მივეცი იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც საქართველოში დამტკიცებული აქვს შენების, რეფორმების და განვითარების წინ წაწევის უნარი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძემ ხმა ოჯახთან ერთად დააფიქსირა. მისი თქმით, ხმა ქუთაისის ევროპულ მომავალს მისცა.

განცხადება გააკეთა საქართველოს „ლეიბორისტული“ პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა სამსონ გუგავამ ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირონ.

საარჩევნო ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ კი ხმა ქუთაისის ერთიანობას მისცა.

დღის ამბები