27 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებს უცხოელი დიპლომატები ყურადღებით აკვირდებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდებიან უცხოელი დიპლომატები. სამი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანს ესტუმრნენ.

დიპლომატები ფონიჭალაში, 127-მდე საჯარო სკოლაში მდებარე მე-18 უბანზე იმყოფებოდნენ, სადაც ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდნენ და ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებსა და ამომრჩევლებს გაესაუბრნენ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, კორინ იონკერი აცხადებს, რომ დაკვირვებლები დღის განმავლობაში ყველა პროცედურას დააკვირდებიან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, NDI-ს წარმომადგენელი, პერ გორან ეკლუნდი აღნიშნავს, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პერ გორან ეკლუნდი მიესალმება არჩევებზე უცხოელი დამკვირვებლების სიმრავლეს, რადგან მისი თქმით, ეს პროცესის მიმართ ნდობის გაძლიერებას იწვევს.

დამკვირვებლები მედიისთვის ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებენ.

დღის ამბები