27 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
ამომრჩეველთათვის ხდება მეორე არჩევანის მიცემის შესაძლებლობა - ლევან ბეჟაშვილი

„ვაგრძელებთ ქრონიკას საარჩევნო დარღვევებისა, რომელიც მიმდინარეობს თბილისის და რეგიონების მასშტაბით,“ - ეს განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში გააკეთეს. ლევან ბეჟაშვილი დღის განმავლობაში გამოვლენილ სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით საუბრობს. 

„ამ ეტაპისათვის კვლავ პრობლემად რჩება ცენტრალური საარჩევნო კომისია, ქალბატონი თამარ ჟვანია დანაშაულებრივი გულგრილობით არ ახდენს რეაგირებას საუბნო კომისიებში მიმდინარე ტოტალურ დარღვევებზე, რომელიც ეხება ამომრჩეველთა აღრიცხვას და მათი ნების გამოვლენის იდენთიფიკაციას,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატის თქმით, გამოვლინდა რამდენიმე ფაქტი, რომლის თანახმადაც ის ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემას, განმეორებით ცდილობენ ხმის მიცემას.

„გამოვლინდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფმა ამომრჩეველმა, რომელმაც დღის განმავლობაში მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, საღამოს პერიოდში, საკუთარი ფეხით მიდიან საუბნო საარჩევნო კომისიებში და იქ აძლევენ განმეორებით ხმებს,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა და მან კონკრეტული საუბნო საარჩევნო კომისიაც დაასახელა, თუ სად მოხდა მსგავსი ფაქტი. 

 

დღის ამბები