27 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
"ე.წ. საარჩევნო ოდეერები რეგისტრატორების უკან დგანან და ადამიანების არჩევანს აკონტროლებენ"- ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა საარჩევნო პროცესი შეაფასა და დარღვევებზე ისაუბრა. მისი განცადებით, უბნებზე არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც აღრიცხავენ თუ ვინ მისცა მმართველ პარტიას ხმა.

ირმა ინაშვილის შეფასებით, ეს არის არჩევანის შეზღუდვის ღია მცდელობა და საარჩევნო მანიპულაცია. ინაშვილი ცესკო-ს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში, თითქმის, ყველა უბანში რეგისტრატორების უკან „ოცნების“ დამკვირვებლები დგანან და ადამიანების არჩევანს სიების მიხედვით აკონტროლებენ. ეს ბოლო წლების მანძილზე საარჩევნო სისტემაში პირველად ხდება, როდესაც ე.წ. საარჩევნო ოდეერები რეგისტრატორების უკან დგანან და სიის მიხედვით აკონტროლებენ კონკრეტული ადამიანის არჩევანს. ეს ნიშნავს, რომ არის ძალადობა, თავისუფალი არჩევანის ღიად შეზღუდვა,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები