27 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
არჩევნების ყველა მონაცემი დღის ბოლომდე იქნება დათვლილი - ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების ყველა მონაცემი დღის ბოლომდე იქნება დათვლილი. ცესკო-ში ამბობენ, რომ ამ წუთებშიც ხდება მონაცემების დამუშავება, ასევე საოლქო კომისიებიდან ოქმების გადმოგზავნა და შემდეგ მოხდება ამ ყველაფრის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსება.

ცესკო-ში ამბობენ, რომ მონაცემები მნიშვნელოვნად უკვე აღარ შეიცვლება. ამ დროისთვის 70%-ზე მეტი უკვე დათვლილია. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, მეორე ტური სავარაუდოდ ქუთაისში დაინიშნება.

ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, საოლქო კომისიებში ამ დროისთვის სულ გადაგზავნილია 204 საჩივარი.

„წინასწარი შედეგები როგორც აღვნიშნე, დათვლილია, მხოლოდ გარკვეული უბნებს მიხედვით. ცხადია მონაცემები შეიცვლება და ისინი აუცილებლად იქნება განახლებული ჩვენს მიერ,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების 86%-ზე მეტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შესულია - წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.

632 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით "ქართული ოცნების" კანდიდატს ამომრჩეველთა ხმების 51 % აქვს.

17 % აქვს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს;

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 16 % მიიღო.

დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა:

ელენე ხოშტარია თითქმის 7%;

ირმა ინაშვილი 3 პროცენტმდეა,

გიორგი ვაშაძე და კახა კუკავა თითო-თითო პროცენტი და გიორგი გუგავა 0,96 %; 

დღის ამბები