27 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
"ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ არჩევნებმა დარღვევების, ძალადობისა და დაშინების ფონზე ჩაიარა

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებმა დარღვევების, ძალადობის და დაშინების ფონზე ჩაიარა. ჭიაბერაშვილმა გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა და კონკრეტული დოკუმენტები წარმოადგინა.  

“მარნეული იყო ის ოლქი სადაც, იმ პირობებში როდესაც ევროპულ საქართველოს ყავდა ძალიან სერიოზული კონკურენტ უნარიანი ახმედ იმანკულიევი, რომელმაც პრაქტიკულად 2-ჯერ მოიგო არჩევნები, უბრალოდ ძალადობრივად წაართვა "ქართულმა ოცნებამ," სწორედ აქ გააკეთა დიდი მობილიზება უშიშროების, შესაბამისი სტრუქტურების და მთელი ადმინისტრაციული რესურსის "ქართულმა ოცნებამ." "ქართულმა ოცნებამ" არც კი იზრუნა იამზე, რომ რაღაცნაირად შეეფუთა თავისი მხრიდან აბსოლუტურად ყველა ხერხის გამოყენება, საიმისოდ რომ, როგორმე ეჩვენებინა  თითქოს ის ქვეყანაში სარგებლობს საზოგადოების მხარდაჭერით,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები