06 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
"სახეზე ერთი ჭრილობა ჰქონდა" - წვევამდელის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

რამდენიმე საათის წინ დაღუპული წვევამდელის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. 19 წლის სამხედრო წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შემთხვევა საგუშაგოზე მოხდა, რა დროსაც იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელს გაუვარდა, ტყვია კი მეორე სამხედროს მოხვდა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანის დროს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. მას სახეზე ერთი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"სახის მიდამოში მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა. გვამი იყო როცა შემოიყვანეს, სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ჰქონდა,"- აღნიშნა ექიმმა, მაია ესებუამ. 

მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ემა გოგოხია.

ამავე თემაზე
დღის ამბები