07 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
კატალონიის ლიდერმა საგანგებო მიმართვა გააუქმა

კატალონიის ლიდერმა საგანგებო მიმართვა გააუქმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კარლეს პუჩდემონი პირდაპირი მმართველობის თავიდან ასაცილებლად რეგიონში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს განიხილავს, თუმცა ოფიციალური განცხადების გაკეთება დაგეგმილ დროზე რამდენიმე წუთით ადრე გადაიფიქრა. მიზეზი უცნობია.

პარალელურად, დღეს ბარსელონაში ავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მთავრობის სასახლესთან ათასობით სტუდენტია შეკრებილი. 

დღის ამბები