07 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე პროფილაქტიკაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე პროფილაქტიკაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ავრცელებენ. ხანძარი 300-400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დამწვარია 2 ტრაილერი, ხანძარს გადაურჩა მესამე ტრაილერი. მომხდარის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 7 ჯგუფი მუშაობს.  

დღის ამბები