07 მაისი 2024,   06:30
ვრცლად
ნუცუბიძის ქუჩაზე გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე თვითმხილველების დაკითხვა პროკურატურაში ამ დრომდე მიმდინარეობს

პოლიციის მიერ დაკავებული მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე ძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლითაა დაწყებული. პროკურატურაში ამ დრომდე მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და თვითმხილველების დაკითხვა.

დაკითხვიდან გამოსული ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 32 წლის მამაკაცი დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში სთხოვდა, რომ მისი დაკავების პროცესი შეეჩერებინათ.

“ყველასგან იღებენ ინფორმაციას რა იცოდნენ საქმის შესახებ. მე რაც ვიცოდი ყველაფერი მოვყევი. გახდა ბავშვი ცუდად ჰო, ალბათ ზოგადად იმ წუთში, მიჩვეულები არიან იმ დროს ადამიანების სიმულაციას და ალბათ ეგონათ რომ იტყუებოდა. სულ 2 წუთიც არ იქნებოდა სხვაობა ჭიდილსა და მის ცუდად გახდომას შორის,“ - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა თამარ ნატმელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, შეეძლო თუ არა პოლიციის დროულ რეაგირებას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. თვითმხილველები კი ამბობენ, რომ დაღუპულმა, რომელსაც პოლიცია აკავებდა, არაერთხელ უთხრა სამართალდამცავებს, რომ თავს ცუდად გრძნობდა და სჭირდებოდა ექიმის დახმარება.  

 

დღის ამბები