07 მაისი 2024,   06:28
ვრცლად
არჩევნების შემდეგ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთკრიტიკის მორიგი რაუნდი დაიწყო

არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი და მმართველი პარტია ისევ ურთიერთკრიტიკის რეჟიმში გადადიან. გიორგი მარგველაშვილის ბრალდებები ამჯერად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ამომრჩევლის მიერ ნების გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდება.

პრეზიდენტის მიერ „ნოუჰაუდ“ შეფასებული დარღვევები „ქართულ ოცნებასთან“ ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების კრიტიკულ შეფასებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ მარგველაშვილი პოლიტიკურ ჩიხშია და პოლიტიკურ პროცესებსაც ამ ჩიხიდან აფასებს. ხოლო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისთვის, კახა კალაძისთვის პრეზიდენტის კრიტიკული შეფასება ჭორაობაა.

„ნოუჰაუ,“ რაზეც ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა, 21 ოქტომბრის არჩევნების მთავარ ტენდენციად სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეაფასეს.

ქვეყნის მასშტაბით, ამ ორგანიზაციების არაერთმა დამკვირვებელმა ფაქტები გადაიღო და ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, როგორ აღრიცხავდნენ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლებს რეგისტრატორების უკან მდგარი დამკვირვებლები.

არჩევნების დასრულებიდან მალევე ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის მიზნით გამოყენებულ მეთოდებზე ისაუბრეს თითქმის ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები