04 მაისი 2024,   21:32
ვრცლად
ინდოელმა ქირურგებმა თავებით შეერთებული 2 წლის ტყუპები განაცალკევეს

ინდოეთში ქირურგებმა ტყუპი ბავშვები, რომლებიც თავებით იყვნენ გადაბმულები, წარმატებით განაცალკევეს.

დელიში ქირურგების 30-კაციანი ჯგუფი ოპერაციას 16 საათის განმავლობაში ატარებდა. ექიმების თქმით, ამ ეტაპზე 2 წლის ტყუპები ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

All India Institute of Medical Sciences-ის დირექტორმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „მომდევნო 18 დღე ქირურგიის წარმატების დასადგენად იქნება ძალიან კრიტიკული.“

ექიმების თქმით, კრანიოფაგიiით სამი მილიარდიდან ერთი იბადება, ხოლო მათი 50 პროცენტი დაბადებიდან 24 საათში იღუპება. 

 წყარო: BBC.

დღის ამბები