03 მაისი 2024,   10:45
ვრცლად
დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ არსებულ დამატებით საარქივო მასალას გაასაჯაროებს

დონალდ ტრამპი ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ არსებული დამატებითი საარქივო მასალის გასაჯაროების პირობას დებს.

განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერით გააკეთა და აღნიშნა, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნება ყველა არსებულ დოკუმენტს, გარდა იმ საბუთებისა, სადაც ცოცხალი ადამიანების სახელებია ნახსენები.

დონალდ ტრამპი წერს, რომ გადაწყვეტილება კონსპირაციის თეორიების დასასრულებლად მიიღო და მას წინ უძღოდა ხანგრძლივი კონსულტაციები, რომელშიც თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს, ცენტრალური დაზვერვის წარმომადგენლები და სხვა სააგენტოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სწორედ სპეცსამსახურები ეწინააღმდეგებოდნენ ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ საიდუმლო მასალების სრულად გასაჯაროებას. რის გამოც ორი დღის წინ ეროვნულმა არქივმა არსებული 3100 დოკუმენტიდან მხოლოდ 2891 დოკუმენტი გამოაქვეყნა. 

დღის ამბები