07 მაისი 2024,   07:44
ვრცლად
ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის ამსახველი ჩანაწერები - შსს ხუციშვილის განცხადებას განმარტავს

"არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს. ორივე შემთხვევაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ფაქტის ამსახველი სრული ჩანაწერი არ არსებობს, ხოლო ფრაგმენტული ჩანაწერი გამოძიებას მიეწოდა,"- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყებამ შს მინისტრის მოადგილის განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მისი თქმით, შსს-მ მის ხელთ არსებული ყველა ჩანაწერი პროკურატურას გადასცა. შალვა ხუციშვილმა მანამდე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვით, "თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია". 

"შალვა ხუციშვილმა განმარტა, რომ  მისივე ინფორმაციით, ამ ჩანაწერებზე დაფიქსირებულია პავლე პ.-ს ცუდად გახდომის შემდგომი ეპიზოდი, თუმცა, სამწუხაროდ, მათში არ არის ასახული მისი დაკავების მომენტი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ თავის განცხადებაში ზუსტად იგივე შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა. შს სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურატურასთან. შსს, პირველ რიგში, თავადვეა დაინტერესებული, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები