07 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
ესპანეთი რღვევის წინაშეა - ბარსელონას ქუჩებში სეპარატისტების და ესპანეთის ერთიანობის მომხრეთა მარშები ერთმანეთს ენაცვლება

ბარსელონა ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ბარსელონას ქუჩებში სეპარატისტებისა და უნიონისტების მილიონიანი მარშები ერთმანეთს ენაცვლება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და კატალონიის დამოუკიდებლობისა და ესპანეთიდან გამოყოფისთვის იბრძვიან. კატალონია ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში მე-15 საუკუნეში შევიდა, პოლიტიკური კრიზისი მადრიდის ბოლო წლების გადაწყვეტილებებმა გაამწვავა.

ახლა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი და 5 მინისტრი ბელგიის ციხეში იმყოფებიან. ავტონომიის ყოფილი პრეზიდენტი პუჩდემონი, რომელსაც უფლებამოსილება მადრიდმა შეუჩერა, ბრიუსელში წავიდა. კატალონიელი ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან და ევროპამ ამაზე რეაქცია უნდა გამოხატოს.

ესპანეთის ერთიანობის აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათი ერთადერთი სურვილი კატალონიის და ესპანეთის ერთიანობაა და მათ არ სურთ გაყოფა. ისინი კატალონიის უკვე ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებს აპროტესტებენ.

სენატის დაზვერვის კომიტეტზე, აშშ სენატორმა ანგუს კინგმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩაერია საფრანგეთის არჩევნებში, ჩაერია არჩევნებში გერმანიაში, ახლა კი ჩართულია ესპანეთის გაყოფაში.

როდესაც შეერთებულ შტატებში იძიებენ რუსეთის ჩართულობას ამერიკულ არჩევნებში, როდესაც ბრიტანეთში იძიებენ რუსეთის ჩართულობას ბრექსიტში, როდესაც მონტენეგროში იძიებენ რუსეთის ჩართულობას სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში, ესპანური პრესისთვის მოსკოვის კვალის ვერსია სეპარატიზმის გაღვივებაში ნამდვილად ლოგიკურად ჩანს. მას შემდეგ, რაც კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პირველი ვინც აღიარა სამხრეთ ოსეთი იყო. ესპანელი ჟურნალისტი ანა პრისონერო ამბობს, რომ რუსული მედია კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს აქტიურად უჭერს.

 

 

დღის ამბები