03 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
იქნება ისეთი კანდიდატი, რომელსაც გაუადვილდება გოლის გატანა - მმართველი გუნდის წევრები საპრეზიდენტო კანდიდატზე

„ალბათ, იქნება ისეთი კანდიდატი, რომელსაც გაუადვილდება გოლის გატანა,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან კობიაშვილი მმართველი გუნდის მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს.

მმართველი გუნდის წევრები საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ან საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დასახელდეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ენძელა მაჭავარიანის თქმით, ჯანელიძეს და სერგეენკოს პრეზიდენტის კანდიდატად დასახელების შესახებ ჯერ არაფერი გაუგია, თუმცა, არ სურს, რომ რომელიმე მათგანი პრეზიდენტად იხილოს.

„მე არც მიხეილ ჯანელიძეზე და არც დავით სერგეენკოზე ასეთი რამ არ გამიგია, მაგრამ არცერთს არ ვისურვებდი პრეზიდენტად იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე ასრულებს გადასარევად იმ თანამდებობას, რა თანამდებობაზეც არიან,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტის კანდიდატურად არ განიხილავს, რადგან მისი თქმით, თავად ივანიშვილს არ აქვს პოლიტიკური ამბიცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები