03 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმს ეწვია

დაბა პიასეჩნოში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმს ეწვია პოლონეთში ვიზიტად მყოფი გიორგი მარგველაშვილი. პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქართველ ოფიცერთა მუზეუმი ქართული კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდება.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, დაგეგმილია სახლმუზეუმის რეაბილიტაციაც.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმის ეზოში სიმბოლურად საქართველოდან ჩატანილი მუხის ხე დარგო და "გოგლას ვაზის" ნაყოფი დააგემოვნა, რომელიც ამავე ეზოში ცნობილმა ქართველმა პოეტმა, ნიკოლოზ მათიკაშვილის ნათესავმა გიორგი ლეონიძემ წლების წინ დარგო.

„რამდენიმე წლის წინ, პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველი ოფიცრის კუთვნილი სახლი გადმოეცა საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის ვარშავასთან ძალიან ახლოს, ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე. ამ სახლში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოეწყოს საქართველოს ერთგვარი კულტურული წარმომადგენლობითი სივრცე,“ - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები