03 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
ზვიად კუპრავა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე მოწმედ გამოძახებას ითხოვს

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე მოწმედ გამოძახებას ითხოვს ზვიად კუპრავა. საგამოძიებო უწყებას "სამართალდაცველების რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ოფიციალურად დღეს მიმართა. როგორც ზვიად კუპრავა აცხადებს, ის კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს საქმესთან დაკავშირებით და ასახელებს იმ პირებს, ვინც მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა. კუპრავა პროკურატურისგან შესაბამის რეაგირებას ელოდება. 

“ვისაუბრე კონკრეტულ მტკიცებულებებზე, ვისაუბრე კონკრეტულ მოწმეებზე, რომლებიც არსებობენ, ადამიანები რომლებმაც დაინახეს თუ როგორ გაიყვანეს ვანო მერაბიშვილი ციხიდან. მიუხედავად ამ დეტალებისა, მიუხედავად იმ წვრილმანი დეტალებისა რომლებზეც მე ვილაპარაკე და რომელიც წესით ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის, პროკურატურა დღემდე არ დაინტერესებულა აღნიშნული ფაქტით. მე მოვედი აქ იმიტომ, რომ ის ინფორმაციები, ის კონკრეტული მტკიცებულებები, ის კონკრეტული მტკიცებულება რომელიც მე გამაჩნია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით, ჩავაბარო საქართველოს მთავარ პროკურატურას,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

დღის ამბები