02 მაისი 2024,   13:20
ვრცლად
დაგროვებითი საპენსიო სისტემა - დაპირისპირება "განსხვავებული აქცენტების" ეთერში

მთავრობის ინიციატივამ, რომლის მიხედვით, 40 წლამდე ასაკის პირებს შესაძლოა, პენსიის დაგროვება მოუწიოთ, განსხვავებული აქცენტების ეთერში დაპირისპირება და კამათი გამოიწვია.

ერთმანეთს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი და საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დაუპირისპირდნენ.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გადარიცხულ თანხას სახელმწიფო დამატებით 2%-ს დაამატებს. წლების განმავლობაში შეგროვებული თანხა კი, საპენსიო ასაკში გადანაწილდება. საპენსიო დანაზოგი სავალდებულო არ იქნება 40 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის.

ირაკლი ყიფიანის თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და სწორი ეკონომიკური ხედვა განვითარდეს. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ერთხაზოვანი ხედვა არ აქვთ.

„რასაც ბატონი ამბობს, გეუბნებით, რა არის, მოსახლეობაში რაც არის თანხა, ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადატანა. რაც საბოლო ჯამში, ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ვერ გახდება,“ - აცხადებს ყიფიანი.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე, არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ გადასახადების შემცირება ეკონომიკის ზრდას ვერ განაპირობებს.

ეკონომისტი მთავრობას ალტერნატიული გზების გამონახვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ შემოსულ ინვესტორს საკუთრების უფლების დაცვის გარანტია ჰქონდეს.

„ვინმემ ალტერნატივა განიხილა? ექვსი პროცენტით, რომ ჩვენ შეგვემცირებინა საშემოსავლო გადასახადი ანუ 20-ის მაგიერ ყოფილიყო 14 და ბიზნესისთვის დღეს დაგვეტოვებინა ეს თანხა, ეს ბიზნესი თავად უფრო მეტად არ განვითარდებოდა?“ - აცხადებს ყიფიანი.

დღის ამბები