23 ნოემბერი 2017,   20:42
ვრცლად
მთავრობის წევრები ვერ აკონკრეტებენ, რა ბედი ეწევა გაუქმებულ სამინისტროებში დასაქმებულ 3000-მდე ადამიანს

ამ დრომდე მთავრობის ვერც ერთი წევრი ვერ აკონკრეტებს, რა რაოდენობის თანხა დაიზოგება სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგად. 2018 წლის ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა არ არის ცნობილი, როგორ გადანაწილდება გამოთავისუფლებული თანხები გაერთიანებულ სამინისტროებზე და სად გააგრძელებენ მუშაობას გაუქმებული სამინისტროების თანამშრომლები, მათი რიცხვი კი 3 ათასს აღწევს.

ჯამში გაუქმებულ სამინისტროებზე ხელისუფლებას მომავალი წლის ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა. ამავე სამინისტროებში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 30 მილიონ ლარამდე უნდა დახარჯულიყო. 

ასევე, გაურკვეველია გაუქმებული სამინისტროების შენობების ბედიც. გაიყიდება თუ არა სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული შენობები, ჯერ უცნობია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები