26 აპრილი 2024,   08:31
ვრცლად
საქართველოს მართავს მმართველი ოჯახი ივანიშვილების სახით - სალომე სამადაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

"სამთავრობო ცვლილებები ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ გამოიწვევს," - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, გადაცემა არჩევანში გააკეთა.

სალომე სამადაშვილის თქმით, "მხოლოდ სამინისტროს გაუქმება არაფერს არ ნიშნავს, თუ ამ სამინისტროს გადაარქმევენ სახელს და დაარქმევენ დეპარტამენტს, ბიუჯეტი დარჩება იგივე და გადანაწილდება გაერთიანებულ სამინისტროებზე".

“500 მილიონი ლარი იყო გათვლილი ამ სამინისტროებზე და უნდა ვიცოდეთ, ამ თანხიდან რამდენი დაიზოგება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტროების გაერთიანება უარესობისკენ შეცვლის მოქალაქეების ყოფას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა ისედაც მწვავედ დგას.

„ამ პირობებში, რომლებიც მუშაობს, ამ სახელმწიფო უწყებებში აქვთ კითხვა, სად შეიძლება, წავიდეს ის ხვალ თუ დარჩება ქუჩაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი განმარტებით, მას არ აქვს მოლოდინი იმის, რომ საბიუჯეტო თანხები დაიზოგება.

სალომე სამადაშვილმა გაუქმებულ სამინისტროებს შორის გარემოს დაცვის სამინისტრო გამოყო.

მისი თქმით, გარემოს დაცვის პარამეტრების კუთხით, საქართველოს ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს და ხშირად ხდება ევროპული სახელმწიფოების მხრიდან კრიტიკის მიზეზი და ამ ფონზე პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთოს ეს უწყება, რაც, მისი თქმით, აბსურდულია.

მან ასევე შს მინისტრად გახარიას დანიშვნა გააკრიტიკა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ასეთი საკვანძო თანამდებობის დაკავების კომპეტენცია და გამოცდილება გიორგი გახარიას არა აქვს და მისი ერთადერთი კაპიტალი არის ის, რომ აღჭურვილია ბიძინა ივანიშვილის პირადი ნდობით. სამადაშვილის შეფასებით, "საქართველოს დღეს მმართველი ოჯახი ივანიშვილების სახით მმართველი ოჯახი მართავს". 

დღის ამბები