27 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, სტრუქტურული ოპტიმიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს 

გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე, ყველაზე მსხვილი კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN ეხმაურება.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ნაჩქარევს და დაუსაბუთებელს უწოდებს.

CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალედ მიღების რისკი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ზიანი მიაყენოს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს და ითხოვს მთავრობამ დაასაბუთოს გარემოს დაცვის სამინისტოს გაუქმების აუცილებლობა.

დღის ამბები